იურიდიული ფაკულტეტისა და ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის მოწვევით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, 2025 წლის, 28 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ნიცის სააპელაციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი ფატმა კოსადია.
ქ-ნი ფატმა გამართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ბავშვებისთვის“ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდა მკვლევარებთან და სტუდენტებთან. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიმართება თსუ, მეორე აკადემიური კორპუსის ოთახი 119, 16:00 საათზე